ირაკლი ჩარკვიანს და მის შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს. ის არაერთი თაობის საყვარელი არტისტია და პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მამის მსგავსად, ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან მისი შვილებიც, ნანა და მაქსიმე. სწორედ ძმასთან და მამიდასთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა ნანამ საკუთარ სოციალურ ქსელში, კადრებმა მისი მეგობრებისგან მოწონებაც დაიმსახურა.


ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო. მან 17 წლის ასაკში იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოზე, ქეთი ქობულიაზე იქორწინა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. როგორც ამბობენ, ირაკლისთვის ეს რთული გადასატანი აღმოჩნდა და ჰქონდა დეპრესიული პერიოდებიც.
მეორედ ირაკლი ჩარკვიანმა ლენა ვიქტოროვნაზე იქორწინა. ირაკლის მამა გელა ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ერთ ზაფხულს შვილი მეგობართან, გია მირზაშვილთან ერთად გაგრაში წაიყვანა დასასვენებლად, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ირაკლის უთქვამს, რომ ლენა მათთან სტუმრად ჩამოდიოდა. მათ ერთად გააგრძელეს ცხოვრება ჯერ მშობლების სახლში, შემდეგ კი ცალკე, ვერაზე. მოგვიანებით მოსკოვში წავიდნენ, სადაც დაიბადა კიდეც მათი შვილი მაქსიმე.
მესამედ ირაკლი ჩარკვიანმა ქეთათო პოპიაშვილზე იქორწინა. ქეთათო მისი უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. მათ ერთი შვილი, ნანა ჩარკვიანი ჰყავთ.