„რასაც ახალ ვირუსზე ამბობენ, ყველაფერი სიმართლეა, ნენეს მდგომარეობა ისე დამძიმდა, ორი დღე გადაბმულად ეძინა და ვერც ვაღვიძებდით“ - მუსიკოსი გიორგი ცხადაძე მცირეწლოვანი შვილის შესახებ - Marao

„რასაც ახალ ვირუსზე ამბობენ, ყველაფერი სიმართლეა, ნენეს მდგომარეობა ისე დამძიმდა, ორი დღე გადაბმულად ეძინა და ვერც ვაღვიძებდით“ - მუსიკოსი გიორგი ცხადაძე მცირეწლოვანი შვილის შესახებ

2022-12-16 11:28:31+04:00


მუსიკოსი და მსახიობი გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი გართულებული ვირუსის გამო საავადმყოფოში მოხვდა და იქ 5 დღე გაატარა:

“ნენე კლინიკიდან გამოწერეს. ჩემთვის ახალი წელი დღეს დადგა, რადგან ისევ ბედნიერი ვარ. რასაც ახალ ვირუსზე ამბობენ, ყველაფერი სიმართლეა. ნენეს მდგომარეობა ისე დამძიმდა, ორი დღე გადაბმულად ეძინა და ვერც ვაღვიძებდით. ტემპერატურა 41-ს სცდებოდა. პირველად მოხვდა კლინიკაში და ეს ხუთდღიანი სტრესი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული. Salome Lemonjava, ნენეს ძალიან გაუმართლა, რომ მისი დედა ხარ. გარდა იმისა, რომ ხარ მზრუნველი, ხარ ჭკვიანი დედაც და მადლობა.

გაუფრთხილდით თქვენს პატარებს. კლინიკები შევსებულია ბავშვებით, რომლებიც იბრძვიან კარგად გახდომისთვის. რადგან ახალი წელი ჩემთვის დღეს დადგა, გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ” - წერს გიორგი ცხადაძე.