რასაც მივირთმევთ პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობაზე. ჯანსაღი დიეტა სავსე ჯანსაღი ცხიმებით, ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით, კოლაგენით და ამინომჟავებით გამორიცხავს ჰაილაითერის საჭიროებას.
წარმოგიდგენთ ექვს ჯანსაღ სუპერპროდუქტს, რომელიც სახიდან დაღლილობას, შეშუპებას და ნაოჭებს მოგაშორებთ.
ავოკადო

ალბათ ბევრს გსმენიათ ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ. ცხიმოვანი მჟავების სიმრავლე (როგორიცაა ომეგა -9) კანს უნარჩუნებს ელასტიკურობასა და ბზინვარებას, ხელს უწყობს მისი დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას.
ორაგული

ორაგული სავსეა ომეგა -3-ით, რომელიც საოცრებებს ახდენს ჩვენი კანისთვის. ცხიმოვანი მჟავები კანს მზის დაზიანებისგან იცავს, ხელს უწყობს უკვე დაზიანებული კანის აღდგენას და დატენიანებას.
მოცვი

კენკრა მდიდარია A ვიტამინით, რომელიც კანში ცხიმის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით სასარგებლოა აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
კურკუმა

კურკუმას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მოკლევადიან პერიოდში ებრძვის შეშუპებას და კანის დაღლილობას, ნაოჭებს და ზოგად დაბერებას.