ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს.
ამჯერად წყვილი რომანტიკულ კადრებს საახალწლო ფოტოსესიიდან აქვეყნებს: "მე და ჩემი ბიჭი მზად ვართ ფოტო მოდელის კარიერის დასაწყებად.
P.S მე მგონი, ცუდი მოდელები არ უნდა ვიყოთ" - წერს მაიკო ვაწაძე.


