სალომე ჭაჭუა ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონში მონაწილეობს - მისი მეწყვილე ფეხბურთელი იქნება - Marao

სალომე ჭაჭუა ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონში მონაწილეობს - მისი მეწყვილე ფეხბურთელი იქნება

2022-12-20 11:31:44+04:00


მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-6-ე სეზონის მონაწილეა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მეწყვილესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. სალომეს მეწყვილე ამჯერად ფეხბურთელი პოლ ჯეიმსი იქნება.

„ძალიან მიხარია, რომ მე-6 სეზონზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ამჯერად საოცარ დუბლინელ ფეხბურთელთან ერთად”, – დაწერა სალომე ჭაჭუამ.