41 წლის მოდელმა ადრიანა ლიმამ მესამე მშობიარობის შემდეგ პოდიუმზე პირველად გადაწყვიტა გასვლა. მოდელი კატარში იმყოფებოდა და Qatar Fashion United by CR Runway-ში იღებდა მონაწილეობას. ლიმამ გრძელი თეთრი კაბა მოირგო და საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. სოციალურ მედიაში Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზის გამოჩენამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ზოგიერთმა ადამიანმა დაწერა, რომ სუპერმოდელმა მშობიარობის შემდეგ ფორმის დაბრუნება ჯერ ვერ მოახერხა.
როდესაც ლიმამ მესამე შვილის გაჩენა გადაწყვიტა და სამოდელო ბიზნესს დროებით ჩამოშორდა, ბევრმა დაწერა, რომ იგი პროფესიას აღარ დაუბრუნდებოდა და მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს დაუთმობდა. თუმცა ადრიანა საკმაოდ ძლიერი ქალია...გაგრძელება