თმის გადაჭარბებული ცვენა შეიძლება ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, განსაკუთრებით, ქალებისთვის. თუმცა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, სახლში დამზადებული სამკურნალო ნიღბებითაც შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება.
კვერცხის ნიღაბი

კვერცხი მდიდარია გოგირდით, ფოსფორით, სელენით, იოდით, თუთიით და ცილებით, რომლებიც ერთად ჯანმრთელი თმის ზრდას უწყობს ხელს. კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში და დაამატეთ ერთ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და თაფლი.
კარგად ათქვიფეთ და თმაში კარგად შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანება.
ძირტკბილა

ეს ბალახი თმის ცვენასა და დაზიანებას აგაცილეთ თავიდან. ხელს უწყობს სკალპის დამშვიდებას, მისი დახმარებით სამუდამოდ დაემშვიდობებით ქერტლს.
ერთ ჭიქა რძეს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი დაფქული ძირტკბილას ფესვი და მეოთხედი ჩაის კოვზი ზაფრანა. წაისვით სკალპსა და თმის ძირებზე. მთელი ღამით გაიჩერეთ და მეორე დილით ჩამოიბანეთ.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.
მწვანე ჩაი

დაასველეთ ორი-სამი ჩაის პაკეტი ცხელ წყალში, თქვენი თმის სიგრძის მიხედვით.
როცა გაცივდება, რბილად შეიზილეთ თმაში. ერთი საათის შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჭარხლის წვენი

ჭარხალი მდიდარია C და B ვიტამინებით, მანგანუმითა და კალიუმით, ეს ყველაფერი კი თმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
მოხარშეთ 7-8 ჭარხალი და გახეხეთ 5-6 ჰენას ფოთოლთან ერთად. წაისვით თავზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით, სანამ თბილი წყლით ჩამოიბანთ.
ალოე ვერა

ალოე ვერა ეფექტური სამკურნალო საშუალებაა თმის ცვენისა და თმის ზრდის გასაძლიერებლად.
აიღეთ ალოე ვერას ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წაისვით თმაზე და თავის კანზე. გაიჩერეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
ბოლოს კი ჩამოიბანეთ წყლით. უკეთესი შედეგის მისაღწევად პროცედურა კვირაში ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ.