დაბერების საწინააღმდეგო უახლესი საშუალება - ყველაფერი, რაც PRX-T33-ის შესახებ უნდა იცოდეთ - Marao

დაბერების საწინააღმდეგო უახლესი საშუალება - ყველაფერი, რაც PRX-T33-ის შესახებ უნდა იცოდეთ

2022-12-23 12:05:36+04:00


როდესაც მზის აქტივობა მცირდება და პიგმენტაციის რისკიც ნაკლებია, კანი გამოშრობასა და აქერცვლას იწყებს. ეს განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში ხდება - ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, კანი განსაკუთრებით გადაღლილად გამოიყურება. სამწუხაროდ, დეჰიდრირებული კანის პრობლემა მხოლოდ სახლის რუტინითა და ნიღბებით ვერ მოგვარდება.

PRX-T33 პროცედურა არის კანის პროფესიული მოვლის საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მის რეგენერაციის პროცესს და გაახალგაზრდავებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ახალი კოლაგენი და განახლდება უჯრედის სტრუქტურა.

იგი შეიცავს 33% ტრიქლოროძმარმჟავას მოდულირებული წყალბადის ზეჟანგით, რის გამოც პრეპარატი აღწევს კანის შიდა შრეში და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, წყალბადის ზეჟანგს კი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მის შემადგენლობაში შედის კოჯიკის მჟავა, რომელიც კანს პიგმენტაციასთან ბრძოლაში ეხმარება.

პროცედურა ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ნებისმიერ სეზონზე, ზაფხულის ჩათვლით, ხოლო თერაპია არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, კომფორტული და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პერიოდის გარეშე. გამოხატული ეფექტი არ დააყოვნებს, მისი შეფასება უკვე 1 ვიზიტის შემდეგაა შესაძლებელი.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. თავდაპირველად კოსმეტოლოგი ასუფთავებს კანს, შემდეგ კი თანაბრად ანაწილებს წამალს კანზე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხელით შეჰყავს კანის ფენაში.

სასურველია, თუ პროცედურას 7-10 დღის შესვენებით გაიკეთებთ - ამრიგად მაქსიმალური, დადებითი და ხანგრძლივი შედეგი მიიღწევა.

PRX-T33 პროცედურა არის ყოვლისმომცველი პროფესიული მოვლის პროგრამა კანის აქტიური ბუნებრივი რეგენერაციისა და გაახალგაზრდავებისთვის, რის შედეგადაც ეპიდერმისი არ ზიანდება, წარმოიქმნება ახალი კოლაგენი და განახლდება უჯრედის სტრუქტურა.

პროცედურის აღწერა:

პროცედურის ხანგრძლივობაა 15-20 წუთი. პროცედურის დაწყებამდე კოსმეტოლოგი ასუფთავებს კანს, შემდეგ კი თანაბრად ანაწილებს წამალს კანზე, ხელით შეჰყავს მას სპეციალური ტექნიკის გამოყენებით რამდენიმე ფენაში.

მოგვარებული პრობლემის მიხედვით, რეკომენდებულია პროცედურის კურსი (ჩვეულებრივ 4-დან 8-მდე) 7-10 დღის შესვენებით. ამრიგად მაქსიმალური დადებითი და ხანგრძლივი შედეგი მიიღწევა.

PRX-T33 ეწოდება კანის სტიმულატორს, რადგან მას აქვს მრავალი უპირატესობა პილინგის მიმართ. იგი შეიცავს 33% ტრიქლოროძმარმჟავას მოდულირებული წყალბადის ზეჟანგით, რის გამოც პრეპარატი აღწევს კანის შიდა შრეში ეპიდერმისის დაზიანების გარეშე. ტრიქლოროძმარმჟავა ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, წყალბადის ზეჟანგს კი აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე, შემადგენლობაში შედის კოჯიკის მჟავა, რომელიც არის ტიროზინაზას ბლოკატორი, ის ეხმარება პიგმენტაციასთან ბრძოლაში. პროცედურა ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ნებისმიერ სეზონზე, ზაფხულის ჩათვლით, ხოლო თერაპია არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, კომფორტული და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პერიოდის გარეშე. გამოხატული ეფექტი არ დააყოვნებს, შედეგი სახეზეა 1 ვიზიტის შემდეგ.

პროცედურა თქვენთვის შესაფერისია, თუ არსებობს კანის დაჭიმვის, ლიფტინგის, ნაოჭების რესტრუქტურიზაციის სურვილი ან საჭიროება. PRX-T33-ის უკუჩვენებები კლასიკურია: ქრონიკული დაავადებები მწვავე სტადიაში, ცხელება, მწვავე ანთებითი რეაქციები, ორსულობა, ლაქტაცია, ალერგიული შეუწყნარებლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.