დღეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დაბადების დღეა. მეგობრები მას იუბილეს სოციალურ ქსელში ულოცავენ:
“დღეს ამ არაჩვეულებრივი გოგოს დაბადების დღეა! სანდრა”, – წერს მაკა თურქია და სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი ნიდერლანდებიდანაა. ის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა, მოგვიანებით კი სწავლა ბრიუსელსა და სტრასბურგში გააგრძელა. სწორედ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლისას შეხვდა სანდრა მომავალ მეუღლეს. ისინი მალევე გადავიდნენ ნიუ-იორკში, სადაც ყოფილმა პირველმა ლედიმ იურიდიულ ფირმაში გააგრძელა მუშაობა. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც წყვილი საქართველოში ჩამოვიდა, სანდრა რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და ნიდერლანდების სამეფო საკონსულოში დასაქმდა. სხვადასხვა დროს ის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორიც იყო და დოქტორის ხარისხიც მიიღო. სანდრა რულოვსი, მშობლიური ენის გარდა, ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს და ქართულ ენებს ფლობს.
სანდრა რულოვსი ავტობიოგრაფიული წიგნის, „იდეალისტის ისტორიის“ ავტორია. მან 2007 წელს შექმნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური კავკასიაში, ხოლო 2009 წელს - კიბოს სადიაგნოსტიკო რამდენიმე ცენტრი.