თათია შარანგია შეყვარებულია. ახალ რჩეულთან ფოტო, პიანისტმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა. თუმცა ფოტოზე არ ჩანს მამაკაცის სახე...
ambebi.ge-მ გაარკვია, რომ თათიას ახალი რჩეული ჯარჯი თორაძეა. კაცმა სოციალურ ქსელში თათიას გადაღებული ფოტო ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. წყვილის მიერ გავრცელებული ფოტოები ერთნაირად არის დასათაურებული, უსასრულობა და სიყვარული...
ჯარჯი თორაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როგორც წყარომ დაგვიდასტურა ის ძმები თორაძეებიდან ერთ-ერთის, ზაზა თორაძის შვილია. შეგახსენებთ, რომ 30 წლის წინ, თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ ქვეყანა შეძრა.
თორაძეების ოჯახის 5 წევრი – ზაურ თორაძე, იზოლდა ქურხული-თორაძე და სამი შვილი – კახა, ლაშა და იმედო თორაძეები 30 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს მოკლეს. მკვლელობიდან ცოტა ხანში დაიკარგა კიდევ ერთი ძმა – ზაზა თორაძე, 2 წლის შემდეგ კი უმცროსი ვაჟი – პაატა თორაძე. თორაძეების ოჯახის 5 წევრის მკვლელობა და 2-ის გაუჩინარება დღემდე გამოუძიებელია.
გააგრძელეთ კითხვა