ულამაზესი სამი თაობა - დები ქორქიების უმშვენიერესი დედა და პატარა ლიკა, რომელიც ძალიან ჰგავს მოსახელე დეიდას - Marao

ულამაზესი სამი თაობა - დები ქორქიების უმშვენიერესი დედა და პატარა ლიკა, რომელიც ძალიან ჰგავს მოსახელე დეიდას

2022-12-25 17:34:38+04:00

ანუკი და ლიკა ქორქიებს ტელეეკრანებიდან ყველა იცნობს. ულამაზესი დები ხშირად ჩნდებოდნენ ეკრანებზე, თუმცა ბოლო დროს, ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან.

ანუკი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა და უკვე ორი შვილის დედაა. მას და მის მეუღლეს - კახა ჩიქოვანს, გიორგი და ლიკა ჰყავთ. ლიკას სახელი დეიდის პატივსაცემად დაარქვეს.

ლიკუნა ქორქიამ კი სულ ცოტა ხნის წინ ბიზნესმენ მიხეილ ხიდურელზე დაქორწინდა.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ დების განსაკუთრებული სილამაზე გენეტიკის დამსახურებაა, რასაც მათი დედის, უმშვენიერესი ლანა სიხარულიძის ფოტოებიც მოწმობს.