ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.
ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ლორენა ორსულადაა და ის მალე პირველი შვილის დედა გახდება. "დედა, შვილი და შვილიშვილი" - წერენ ფოტოს კომენტარებში.

