NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია მზრუნველი მამა და მეუღლეა. ფაჩულია ამ ეტაპზე "უორიორსის" კონსულტანტია კალათბურთისა და ბიზნესის საკითხებში.
მისი მეუღლე უმშვენიერესი თიკა ალავიძეა. წყვილი რა ხანია ერთადაა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
ამჯერად ზაზა ფაჩულია ცოლ-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და საზოგადოებას შობას ულოცავს.
