მსახიობების წყვილი, ანი ბებია და ილო ბეროშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და გამომწერებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევენ.
წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, ეს მათ ხელს არ უშლით, სრულფასოვანი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ. ანისა და ილოს პირველი შვილი ჯერი ბეროშვილი 2 წლის წინ შეეძინათ, სულ ცოტა ხნის წინ კი მეორე შვილის მშობლები გახდნენ.
