მოცეკვავეების წყვილს, რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი პროფესიონალი მოცეკვავის სტატუსით უკვე არაერთი წელია პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობენ და ამ ხნის მანძილზე მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც შეძლეს. რატი ჟურნალ „სარკეს“ ოჯახური ცხოვრებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა:
„ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება…
კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…“ - ამბობს რატი გაჩეჩილაძე.
