რეზი არველაძემ მეუღლისადმი სიყვარულის შესახებ დათო გორგილაძის გადაცემაში ისაუბრა:
„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობს რეზი არველაძე.
