ცხელი გლინტვეინი ცივი ზამთრის დასაძლევად - Marao

ცხელი გლინტვეინი ცივი ზამთრის დასაძლევად

2018-12-04 11:51:04+04:00

სიცივის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება გასათბობი სასმელი. გლინტვეინი ღვინისგან მზადდება, ძალიან გემრიელია და თუ ოდნავ გაცივდით, სამკურნალო საშუალებადაც გამოდგება.

საჭირო მასალა:

  • 750 გრ წითელი მშრალი ღვინო
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 5 ცალი მიხაკის სუნელი
  • 1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • 2-3 ს.კ. შაქარი
Image result for глинтвейн gif

მომზადება:

პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ დარიჩინი, შაქარი, მიხაკი და მუსკატის კაკალი.

დაუმატეთ 1/2 ჩ.ჭ. წყალი, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.

ფორთოხალი დაჭერით რგოლებად.

გააცხელეთ წითელი ღვინო და ჩაუმატეთ ნახარში. ცოტა ხნის შემდეგ ჩააწყვეთ ფორთოხლის ნაჭრები.

მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ. გადმოდგით, გადაანაწილეთ ჭიქებში და მიირთვით ცხელი.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გლინტვეინს ასევე დაუმატოთ კარდამონი, დაჭრილი ვაშლი და თაფლი.

ჟურნალი "რეიტინგი"