ხუთი შვილის დედა და არაერთგზის ბებია - უმშვენიერესი მოდელის, ლიკა შენგელიას ცხოვრების სტილი და ოჯახი - Marao

ხუთი შვილის დედა და არაერთგზის ბებია - უმშვენიერესი მოდელის, ლიკა შენგელიას ცხოვრების სტილი და ოჯახი

2022-12-28 22:29:16+04:00

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

ლიკას ქალიშვილი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს. ქეთა ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის.

ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.