თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის, ტატას ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავმა წლების წინ მთელი ქვეყანა შეძრა. ისევე, როგორც მარიტა მეფარიშვილის შემთხვევამ. ტატაც და მარიტაც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
სოციალურ ქსელში თიკო ჩხეიძე სწორედ მარიტა მეფარიშვილის დედის, ანა შოშიაშვილის წერილს აქვეყნებს:
„რა ლამაზია, გილოცავ, თიკო. ბედნიერებაა, რომ ასეთი მაგარი ტატას დედა ხარ. აი, ვიცი, ჩვენი გოგოები ერთად, ძალიან, ძალიან კარგად და საუკეთესო მეგობრები არიან. ტატა სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა საოცრად ძვირფასია ჩემთვის“.
თიკო ჩხეიძე მარიტას დედის მილოცვას შემდეგი სიტყვებით პასუხობს:
„საოცარი მარიტას, საოცარი დედიკოსგან ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, რა გრძნობაა?! სიხარულის, ტკივილის, მონატრების და იმედის სიტყვებია! მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ. მათ სილამაზეს და ნათელ მომავალს…“