„გული უნდა მწყდებოდეს, ახალი წელი რომ მოდის, რადგან ასაკი მემატება, მაგრამ მაინც მიხარია...“ - ნანი ბრეგვაძის საახალწლო სურვილები - Marao

„გული უნდა მწყდებოდეს, ახალი წელი რომ მოდის, რადგან ასაკი მემატება, მაგრამ მაინც მიხარია...“ - ნანი ბრეგვაძის საახალწლო სურვილები

2022-12-30 13:44:43+04:00


ნანი ბრეგვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საახალწლო სამზადისსა და განწყობაზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ გული უნდა გწყდებოდეს, როცა ახალი წელი მოდის, რადგან წლოვანება გემატება და ბერდები, მაინც მიხარია. ახალი წელი ნაძვის ხესთან არის დაკავშირებული. ჩვენს დროს, ჩემს ბავშვობაში თოვლი მოდიოდა. გარკვეული პერიოდიდან სულ მე ვრთავდი ნაძვის ხეს. ეს არის ძალიან სასიამოვნო მომენტი, როცა აწყობ უსაყვარლეს ხეს… მინდა, ვიყო ჯანმრთელად და ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, მოვიდეს სიხარული და სიყვარული“ - თქვა ნანი ბრეგვაძემ.