მომავალი წლის მთავარი სიმბოლო კურდღელია, სუფთა და მოწესრიგებული ცხოველი, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი სცეთ ჩინური ახალი წლის სიმბოლოს და იდეალურად გაასუფთავეთ თქვენი სახლი.
დარწმუნდით, რომ თანაბრად მოათავსეთ ნივთები კარადებში, არ დატოვოთ მტვერი თაროებზე, კარგად გაასუფთავეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გაწმინდეთ ფანჯრის რაფები.

ვინაიდან შავი კურდღელი ტყეში მცხოვრები გარეული ცხოველია, სახლი უნდა იყოს მორთული ხმელი ყვავილებით, მწიფე ხორბლის ან ჭვავის მტევნებით. დეკორაციების გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. საახალწლო სუფრაზე კურდღლის ფიგურა წარმატებას მოგიტანთ - აუცილებლად ცენტრში მოათავსეთ.
სხვათა შორის, კურდღელი მშიშარა ცხოველია, ამიტომ შეეცადეთ ინტერიერში ცხოველური პრინტები არ გქონდეთ. არ არის საჭირო ნაძვის ხეზე ვეფხვის, ლეოპარდის, მგლის ან მელას ფიგურის ჩამოკიდება - კურდღლის მოსისხლე მტრები წარმატებას და სიკეთეს არ მოგიტანენ.
კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრაზე თევზო გექნებათ. თევზის რულეტი, დამარილებული თევზი, ორაგულის სტეიკი ან შემწვარი თავზე წარმატების მოზიდვის შანსს ნამდვილად გაზრდის. გაითვალისწინეთ, საახალწლო სუფრაზე აკრძალულია კურდღლის ხორცი.

რაც შეეხება ტანსაცმელს, უმჯობესი იქნება თუ უპირატესობას პატარა შავ კაბას მიანიჭებთ. თუმცა, სადღესასწაულო ჩაცმულობის სხვა ვარიანტებიც არსებობს: შეგიძლიათ ჩაიცვით ღია ლურჯი ან ლურჯი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ტანსაცმელს ერთი შავი დეტალი მაინც ჰქონდეს.
მოერიდეთ წითელს, კაშკაშა ყვითელსა და ოქროსფერს.