ჯადოსნური თარიღი - 01/01/2023 რა უნდა ვიცოდეთ წლის ყველაზე გამორჩეული რიცხვის შესახებ - Marao

ჯადოსნური თარიღი - 01/01/2023 რა უნდა ვიცოდეთ წლის ყველაზე გამორჩეული რიცხვის შესახებ

2022-12-31 18:15:28+04:00


რთული 2022 წლის შემდეგ, ამოსუნთქვისა და დასვენების დრო დგება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ მომავლის დაგეგმვა. 1 იანვარს „სარკის დღე“ ამის საუკეთესო საშუალებაა. გაიგეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ 01/01/2023, რომ მთელი წელი წარმატებულად გაატაროთ.

იმას, თუ როგორ შეხვდებით პირველ იანვარს, ძალიან დიდი გავლენა აქვს მთელი წლის განვითარებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი წლის პირველ დრეს ცოტახნით მოწყდეთ ტელევიზორებს და დრო ბუნებაში გაატაროთ. განმარტოვდით და გაასუფთავეთ გონება არასაჭირო ინფორმაციისგან და იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ მომავალი წლიდან. თუ დიდი ხანია ფიქრობთ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებაზე, 01/01/2023 ამისთვის შესანიშნავი დროა.

ეს თარიღი კარგად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობებზე. 01/01/2023 ქორწილისთვის საუკეთესო დროა.

გირჩევთ, დღის ბოლოს ფურცელზე ჩამოწეროთ ის სურვილები, რომელთა ასრულებაც ამ წელს გსურთ. არ არის აუცილებელი ყველა გეგმის შესახებ დეტალურად დაწეროთ. მაგრამ შეგიძლიათ თქვენი განზრახვები სქემატურად ასახოთ. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ და შემდეგ ქაღალდზე გადაიტანეთ ის, რასაც ხედავთ.