"ახალი წელი და ულამაზესი ლეა" - მაკა ასათიანის რძალი ნანიკო კლდიაშვილი ახალ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ახალი წელი და ულამაზესი ლეა" - მაკა ასათიანის რძალი ნანიკო კლდიაშვილი ახალ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2023-01-02 13:27:49+04:00


ნანიკო კლდიაშვილი და ლევან ჟორდანია სოციალურ ქსელში ახალი წლის ღამეს გადაღებულ კადრებს აქვეყნებენ. წყვილმა დღესასწაული მეგობრების წრეში აღნიშნა.

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მას ხშირად ამსგავსებენ უმშვენიერეს ბებიას.