ჩინეთში თვლიან, რომ გოგრის რბილობი და თესლი დეპრესიის საუკეთესო წამალია. ესპანეთსა და იტალიაში უძველესი დროიდან ამ მცენარის ყვავილებსაც კი მიირთმევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა თავისთავად მრგვალი და ქოთნისებურია, მას შეუძლია ხელი შეუწყოს თხელი ფორმების მიღებას.

გოგრის დიეტა:
ხანგრძლივობა: 12 დღე;
მახასიათებლები: უმი ან მოხარშული გოგრის რბილობი ყველა კერძის მთავარი კომპონენტია;
შედეგი: მინუს 6 კგ;
რეკომენდებული სიხშირე: არაუმეტეს 1-ხელ წელიწადში;
დამატებითი ეფექტი: საჭმლის მონელების, კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მიუღებელია: ნებისმიერი ქრონიკული დაავადების არსებობისას, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გოგრის დიეტა: დღე 1
საუზმე: გოგრის სალათა ნუშით (შეიძლება შეიცვალოს გოგრის თესლით) და/ან გოგრის ფაფა ყავისფერი ბრინჯით უცხიმო რძეში ან წყალში
სადილი: გოგრის პიურე, სუპი
ვახშამი: ჩაშუშული გოგრა დარიჩინით ან სხვა სანელებლებით
გოგრის დიეტა: დღე 2
საუზმე: გოგრის სალათა ნუშით და/ან გოგრის ფაფა ყავისფერი ბრინჯით უცხიმო რძით ან წყლით
სადილი: ახალი ბოსტნეულის წვნიანი ბოსტნეულის ბულიონში, გოგრის კატლეტი (შვრიის ფაფით და კვერცხის ცილით)
ვახშამი: ახალი ან გამომცხვარი ვაშლი
გოგრის დიეტა: დღე 3
საუზმე: გოგრის სალათა ნუშით და/ან გოგრის ფაფა ყავისფერი ბრინჯით უცხიმო რძით ან წყლით
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ინდაურის ხორცით
ვახშამი: გოგრის სალათა ანანასით
გოგრის დიეტა: დღე 4
საუზმე: გოგრის სალათა ნუშით და/ან გოგრის ფაფა ყავისფერი ბრინჯით უცხიმო რძით ან წყლით
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ან ხორცის ბორშჩი, გამომცხვარი ან შემწვარი ბოსტნეული
ვახშამი: გოგრის ჩაშუშული ნებისმიერი ბოსტნეულით (კარტოფილის გარდა)