კუზანოვების ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცნობილი ექიმები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრებმა, გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის შვილებმა, ბაიამ და ივამ, ცნობილი ბაბუის გზა აირჩიეს და ექიმობა გადაწყვიტეს.
„პრაიმ შოუში“ ნინო ნადირაძემ ოჯახთან ერთად მათ საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა.
„ახალი წელი დამღლელია ხოლმე, მაგრამ გვიყვარს.. მე პირადად ძალიან მიხარია, რადგან 1-2 იანვარს, დილით, ვიცი, რომ დაძინების საშუალება მომეცემა.
ძალიან დიდი ხნის ტრადიციაა, რომ მანამდე ჩვენ ახალ წელს ვიკრიბებოდით ხოლმე ივასთან, გუგას მამასთან, დიდ კუზანოვთან. ეს იყო ძალიან ლამაზი ტრადიცია, მთელი ოჯახი, ივა თავისი შთამომავლობით, ივას ძმა თავისი დიდი ოჯახით ვიკრიბებოდით.
მე ვაკეთებ გოზინაყს, კუჭმაჭს... ჩემი დედამთილი ძვირფას სუფრას გვახვედრებს.
გუგას ახალი წელი ძალიან უყვარს. ნაძვის ხესაც გუგა აწყობს“ - ამბობს ნინო.