ნატალი პორტმანის სილამაზის 8 საიდუმლო, რომელთა წყალობითაც 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება - Marao

ნატალი პორტმანის სილამაზის 8 საიდუმლო, რომელთა წყალობითაც 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება

2023-01-05 22:22:19+04:00


ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი, Dior-ის მუდმივი სახე და ორი შვილის სამაგალითო დედა 41 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. ის ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. დღეს მოგიყვებით, როგორ ახერხებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ჭკვიანი მსახიობი იდეალური ფორმის შენარჩუნებას:

  • ნატალი პორტმანი ვეგეტარიანელია
მსახიობი ხორცს 8 წლის ასაკიდან არ მიირთმევს. ასევე, მან რაციონიდან სხვა ცხოველური პროდუქტებიც ამოიღო. თუმცა 2011 წელს, როდესაც ორსულად იყო, კვერცხისა და რძის მცირე რაოდენობით მიღება დაიწყო. ნატალის თქმით, სწორედ ჯანსაღ საკვებშია მისი საოცარი კანის საიდუმლო. მსახიობის რაციონში უცვლელად შედის ბოსტნეული, სალათები, სუპები, ბრინჯი, კინოა, ტოფუ, თხილი და ნუშის რძე.

  • რეჟიმი
ნატალი პორტმანი ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად იცავს, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალს სვამს და ადრე იძინებს. გარდა ამისა, ცეკვავს და დარბაზშიც მიდის სავარჯიშოდ. დაკავებულია ტანვარჯიშითაც.

  • გაკვეთილები ფრანგი ქალებისგან
2010 წლიდან, როგორც "დიორის" სახლის მუდმივი სახე, ნატალი ფრანგი ქალების სილამაზის საიდუმლოებებს უფრო ახლოდან გაეცნო. იგი მატონიზირებელი საშუალებების ნაცვლად, ვარდის წყალს იყენებს და კოსმეტიკის ზედმეტ გამოყენებასაც ერიდება. ამიტომაც, ნატალის ხშირად ბუნებრივი და სადა მაკიაჟი აქვს ხოლმე.

  • განსაკუთრებული ზრუნვა კანზე
ნატალი პორტმანი ზედმიწევნით იცავს ერთ წესს - არასოდეს იძინებს მაკიაჟით. ყოველთვის იშორებს, კარგად იწმენდს და სახეზე დამატენიანებელ კრემს ისვამს. მსახიობი არ იყენებს დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკას: თვლის, რომ ასეთ ზომებს მხოლოდ შესამჩნევი ნაოჭების გაჩენის შემდეგ უნდა მიმართოს.

წაიკითხეთ სრულად