"როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ლიზა ქისტაურის დედა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს - Marao

"როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ლიზა ქისტაურის დედა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

2023-01-05 23:39:38+04:00


ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ლიზა ქისტაური გარდაიცვალა. არაერთმა მედიამ დაწერა, რომ ახალგაზრდა შეყვარებულმა მოკლა, თუმცა ინფორმაცია "რადიო თავისუფლებასთან" ლიზას დედამ არ დაადასტურა:

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - თქვა ლიზა ქისტაურის დედამ, იზა არღვლიანმა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

წყარო: "რადიო თავისუფლება"