ლიკუნა ჭანტურია ცნობილი მოდელი და ინფლუენსერია. რამდენიმე წელია უკვე, რაც მოახერხა, რომ საკუთარი ჰობი პროფესიად ექცია. წლების წინ "ინსტაგრამზე" შექმნილი პროფილი მომავალში შემოსავლის წყაროდ აქცია. ამჟამად 145 ათასი გამომწერი ჰყავს, მუშაობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. "ტიკ-ტოკზე" ლიკუნას 61.8 ათასი გამომწერი ჰყავს, პოპულარულია მისი ვიდეოკონტენტიც.
ყველაზე მოთხოვნადი და გამორჩეული ფოტომოდელი და "ინფლუენსერი" ლიკუნა ხაჭაპურიძე სანდრო ჭანტურიაზე დაქორწინების შემდეგ მალევე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც კარიერაში ახალი და წარმატებული ნაბიჯები გადადგა. გარდა უამრავი მაღალი კლასის ბრენდისა, ის "პრადასთან" და The KARL LAGERFELD-თან თანამშრომლობს. მაგრამ მალე ისევ სამშობლოში დაბრუნდა...
ვინ არის ლიკუნა ჭანტურია, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ ლიკუნა ხაჭაპურიძით გაიცნო?
ის ცნობილი ადვოკატის, ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის შვილია. დაოჯახების შემდეგ ლიკა მეუღლის გვარზე გადავიდა.
შალვა ხაჭაპურიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა სასულიერო პირის - მღვდელ ისაია ხაჭაპურიძის ოჯახში. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მეუღლე დიანა ხოფერია, შალვაზე 14 წლით უმცროსია, ქალი 1980 წელს დაიბადა. პირველი შვილი ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს შეეძინათ. წყვილს, ლიკუნას გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს - გურამი და მარიამი.
წაიკითხეთ სრულად