თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ფავორიტი სერიალი - Yali çapkini ("მექალთანე სასახლიდან") აქვთ, მისი მთავარი გმირები კი ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში ყველაზე რეიტინგული თურქი მსახიობები არიან. სერიალში მთავარ როლებს აფრა სარაჩოღლუ და მერთ რამაზან დემირი თამაშობენ.
რომანტიკული მელოდრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის მიმდინარე წელს ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუა. სოციალურ ქსელებში ეპიზოდებს მილიონობით ნახვა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ "მექალთანე" ჯერჯერობით ქართულ ტელესივრცეში არ გამოჩენილა, ქართველ მაყურებელში უკვე სარგებლობს პოპულარობით და "ფეისბუქში" სერიალთან დაკავშირებით არაერთ დისკუსიას წააწყდებით.
ამ ფონზე კი უჩვეულო არ არის, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია იმ მსახიობების მიმართ, რომლებიც სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ. მით უფრო, რომ მათ პირად ცხოვრებაში ბევრია სკანდალური ამბები.
აფრას რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ მერთ იაზიჯიოღლუსთან. წყვილი ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა ახლახან დაშორდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობის შეყვარებულს არ მოეწონა აფრასა და მისი კოლეგის საერთო, "თამამი ფოტოები", რომელიც ჟურნალ Hello-სთვის გადაიღეს.
წაიკითხეთ სრულად