მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში საზოგადოების განწყობებსა და მის მიმართ ნეგატიურ განწყობებზე ისაუბრა:
„ამერიკაში არ ხარ დამოკიდებული მეზობლის აზრზე… ნახევარი წლის წინ ძალიან „გადამიარეს” “ფეისბუქზე”. შიშველი ფოტოები მედო და მეწერა, „გაშიშვლებული კაცობრიობა”. საკმაოდ ფილოსოფიური იყო. ისტორია არ წაიკითხეს და დამიწერეს „ეს ერთი იყო და ისიც გაშიშვლდა”. თუმცა მე ისეთი ადამიანი ვარ, რაც უნდა გადამიარო – მით უფრო ვბრაზდები და უფრო მეტად მინდება ჩემი სიმართლის დამტკიცება”, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.