"ლოყაზე შეუმჩნევლად მაკოცა, სახლში მაცილებს, მე ხელზე ვეფერები" - რა დაწერა დღიურში დავით ევგენიძეზე შეყვარებულმა ია ფარულავამ 1984 წელს - Marao

"ლოყაზე შეუმჩნევლად მაკოცა, სახლში მაცილებს, მე ხელზე ვეფერები" - რა დაწერა დღიურში დავით ევგენიძეზე შეყვარებულმა ია ფარულავამ 1984 წელს

2023-01-10 11:15:16+04:00

ია ფარულავას გადაცემას მუსიკოსი დათო ევგენიძე სტუმრობდა, სადაც მან საკუთარი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ია ფარულავამ დათო ევგენიძესთან შეხვედრის აქამდე უცნობი ისტორიაც მოჰყვა.

„1984 წელს მეც მომნუსხა. მივუძღვენი 5 ფურცელი ჩემს დღიურში“ - ამბობს ია ფარულავა. მან დეტალურად გაიხსენა შეხვედრის მომენტი, რომლის შესახებაც ჩანაწერები საკუთარ დღიურში გააკეთა.