ანა ვინტური ბევრისთვის ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყურებოდა ის თავისი ბრწყინვალე კარიერის დასაწყისში.
ანა ვინტური 1949 წელს ლონდონში დაიბადა. გოგონა პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო მოდით და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკით, რადგან მამამისი ცნობილ ინგლისურ გაზეთს London Evening Standard მართავდა.
სკოლის დამთავრებისთანავე, ანამ ლონდონის მოდური ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალ Harpers & Queen-ის მოდის განყოფილების ასისტენტი გახდა. სამი წლის შემდეგ ვინტური მთავარი რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ ახალ რედაქტორთან კონფლიქტმა სამსახურის დატოვება აიძულა.
ამის შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მუშაობა Harper's Bazaar-თან დაიწყო. 1988 წელს კი მისი ოცნება ახდა: 34 წლის ასაკში ანა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდა და ამ პოზიციას დღემდე იკავებს.