ნატო გელაშვილი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს - Marao

ნატო გელაშვილი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს

2023-01-11 13:10:00+04:00


მუსიკოსი ნატო გელაშვილი ბებია გახდა. მის უფროს ვაჟს, გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგის ძმის, ლუკას სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ვრცელი პოსტი ნატო გელაშვილმა გამოაქვეყნა:

ყველას, ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო, ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს, მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცის კიდეს ხმა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება...

2011 წლიდან დღემდე ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკურ კლებადობას ვითვლიდი ერთმანეთის მიყოლებით.

მხოლოდ ჩემი შვილები იყვნენ ჩემი ჭირ-ვარამისა და სიხარულის მეგზურნი ამ ხნის მანძილზე. დღეს ოჯახში წევრთა მატებაა, ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე. მადლობა ამისათვის უფალს. ჩემს ანეტა ნიკურაძეს. ყველას, ვინც ჩემთან ერთად ღირსეულად გალეწეთ ჩემი განვლილი ცხოვრების სავალი “კალო...”

წინ გასავლელი გზა უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა… მიყვარხართ, ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბებო, ჩემო ლუკა ბიჭო” - წერს ნატო გელაშვილი.