უცნაური, არაორდინარული და ელეგანტური - ფოტოები წლის პირველი გრანდიოზული ვარსკვლავური დაჯილდოების ცერემონიიდან - Marao

უცნაური, არაორდინარული და ელეგანტური - ფოტოები წლის პირველი გრანდიოზული ვარსკვლავური დაჯილდოების ცერემონიიდან

2023-01-11 13:21:40+04:00


ლოს-ანჯელესში, სასტუმრო Beverley Hilton-ში, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების რიგით მე-80 ცერემონია გაიმართა და გულშემატკივარმა ვარსკვლავები კიდევ ერთხელ იხილა წითელ ხალიჩასა და სცენაზე.

კატეგორიაში - საუკეთესო მხატვრული ფილმი (დრამა) გაიმარჯვა კინოსურათმა - The Fabelmans. საუკეთესო ფილმი (მიუზიკლი ან კომედია) - გაიმარჯვა ფილმმა The Banshees of Inisherin.

წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად House of the Dragon დასახელდა. კატეგორიაში საუკეთესო სერიალი: მიუზიკლი ან კომედია გამარჯვებულია Abbott Elementary.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში (დრამა) გამარჯვებულია ქეით ბლანშეტი კინოსურათ Tár-ში შესრულებული მთავარი როლისთვის. მამაკაცებს შორის ამავე კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელეს ოსტინ ბატლერი, Elvis-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - კომედია ან მიუზიკლი, გამარჯვებულია მიშელ იოუ Everything Everywhere All at Once-ში შესრულებული მთავარი როლისთვის. ამავე კატეგორიაში, მამაკაცებს შორის, გამარჯვებულია კოლინ ფარელი The Banshees of Inisherin-ში შესრულებული როლისთვის.

რა თქმა უნდა, ამჯერადაც საზოგადოების ინტერესი დიდი იყო ვარსკვლავების სამოსის მიმართ: ვნახოთ, ვის როგორ ეცვა.

იხილეთ ფოტოები