მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.

ქეთა თოფურიას ლევ გეიხმანთან ქორწინებისას ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი შეეძინა, ხოლო ლევ დენგოვთან თანაცხოვრების დროს წყვილს ბიჭი, ადამი ეყოლა. ოლივია სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია და მას საკუთარი "ინსტაგრამგვერდიც" აქვს. ადამის ფოტოებს კი ქეთა თითქმის არასდროს აქვეყნებს.

ამჯერად მან სწორედ ადამთან ერთად გადაღებული კადრები გააზიარა: "უსასრულო სიყვარული" - წერს ის.
