„შეყვარებული ნინო არის ნინოს საუკეთესო ვერსია…“ - ნინო კასრაძის ოჯახი და პროფესია - Marao

„შეყვარებული ნინო არის ნინოს საუკეთესო ვერსია…“ - ნინო კასრაძის ოჯახი და პროფესია

2023-01-13 11:35:23+04:00


ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა.

მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.

ამჯერად მან გადაცემაში „შენი დილა“ განვლილი გზისა და საკუთარი პროფესიის შესახებ ისაუბრა:

“შეყვარებული ნინო არის ნინოს საუკეთესო ვერსია… ყველაზე ხისტი და მკაცრი ადამიანებიც კი სიყვარულის დროს სრულიად იცვლებიან, უფრო პოზიტიურები არიან. მსახიობების გარდა, ალბათ, ბევრი ვერ მიხვდება, რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ქრება და შენ ნამდვილად თამაშობ. ვთვლი, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში” მაკა ანჯაფარიძის როლი ბევრი რამის თქმის საშუალებას მაძლევდა, რასაც მე ვფიქრობ. ასეთი ბევრი როლი არ არის. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და გრიმს ვიკეთებდი, არც არაფერზე ვფიქრობდი. ახლა გრიმს რომ ვიშორებ, ვფიქრობ, გავიკეთებ თუ არა კიდევ, რამდენი სპექტაკლი მაქვს სათამაშო?!. სევდიანად არა, მაგრამ ახლა ამაზე სულ ვფიქრობ. შენ მერე კარგი სახელი უნდა დატოვო”, – ამბობს ნინო კასრაძე.