ყველა დროის უმშვენიერეს მსახიობს, კირა ანდრონიკაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მშობლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე ჯორჯაძე იყვნენ. მისი მამიდები იყვნენ 20-30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი (უფროსი).
პირველად კინოსინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში " მაიაკოვსკი იწყებდა ასე". ამის შემდეგ იყო ის როლები, რომლებმაც მას მაყურებელთა სიყვარული მოუტანა. გამორჩეულია: ნოველა "მტრედები" ფილმიდან " ერთი ცის ქვეშ", " მე, ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "მოლანდება", "თამუნა" და ა.შ.
კირა ანდრონიკაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ განვლილ ცხოვრებასა და წარსულზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ადრე ყველა ერთმანეთის თანასწორი იყო და ყველა მოკრძალებულად ცხოვრობდა:
„მთავარი ის იყო, რომ იმ დროს ყველა მოკრძალებულად ცხოვრობდა. ახლა გაჩნდნენ მდიდრები და ღარიბები. ქართველს არ უხდება არაფერი გადაჭარბებული, არც მიბაძვა, არც ვარსკვლავობა!“ - ამბობს კირა ანდრონიკაშვილი.
