ვიდეო: "საქართველო ამაყობს შენით" - ნანუკა სტამბოლიშვილის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - Marao

ვიდეო: "საქართველო ამაყობს შენით" - ნანუკა სტამბოლიშვილის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2023-01-14 13:12:42+04:00

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალში Emanet მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ.

ნანუკა სტამბოლიშვილი სერიალში ხშირად საუბრობს ქართულ ტრადიციებზე, თუმცა არც თურქულ კულტურას ივიწყებს. მან ერთ სერიაში "არწივის ცეკვა" შეასრულა, რომელსაც ქალები ძალიან იშვიათად ასრულებენ. ცეკვის მთავარი მოტივი სიმტკიცე და სიმამაცეა. როგორც წესი, ეს ცეკვა ქორწილებში სიძის მიერ სრულდება.

ნანუკას მიერ "არწივის ცეკვის" შესრულებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "საქართველო ამაყობს შენით", "ულამაზესი სანახაობა", "საოცარი ნანუკა" - წერენ კომენტარებში.