"ძალიან ელეგანტური, ბუნებრივად ლამაზი" - ლელა მებურიშვილის ახალი ფოტოები და სტილის ინსპირაცია - Marao

"ძალიან ელეგანტური, ბუნებრივად ლამაზი" - ლელა მებურიშვილის ახალი ფოტოები და სტილის ინსპირაცია

2023-01-14 18:28:11+04:00


მსახიობი ლელა მებურიშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. როგორც თავად განმარტავს, რთულია ახლობლებისგან შორს ყოფნა, თუმცა ახერხებს, რომ საქართველოსი ჩამოვიდეს და ოჯახის წევრები მოინახულოს.

ამჯერად ლელა მებურიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას განვლილ დღესასწაულებს ულოცავს: "დამავიწყდა, რომ კიდევ ერთი ახალი წელი გვაქვს. ბედნიერი წელი ყველას" - წერს ის.

ლელას მეგობრები და გამომწერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მას განსაკუთრებული, დახვეწილი და ელეგანტური სტილი აქვს. ლელა არ ერიდება გარდერობში მკვეთრი ფერების შეტანას და ხშირად ჩნდება, წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის სამოსით. ასევე ხშირად ირგებს თეთრ და შავ ტანსაცმელსაც.