ბლოგერი და დიზაინერი დალი ჩიტალაძე ხალხმა პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო და შეიყვარა. მას შემდეგ დალის სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.

მოდის ექსპერტი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია.
დიახ, ამის შეუმჩნევლად დატოვება სწორი ნამდვილად არ იქნებოდა. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.

ბოლო პერიოდში, რაც პროექტ „მასტერშეფში“ გამოჩნდა, სოციალურ ქსელშიც უფრო გააქტიურდა და ახალ პოსტებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.

ამჯერად დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს - „სასწაულია“, "თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებდით“ - წერენ კომენტარებში.


