სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ინფორმაცია პირველად ქართულ მედიაში გავრცელდა. ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის რომანზე უამრავი დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის ორ წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

მართალია, წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. მაგალითად, მარიამის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე პონტი წერს: "ჩემო სულო, ჩემო მეგობარო და ჩემო სიყვარულო... სამუდამოდ და ყოველთვის".
კარლო პონტი-უმცროსმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გასული წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა მარიამის ფოტო მინაწერით: "ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე - ქართველი მერილინ მონრო. საქართველო საუკეთესოა!"
კარლო პონტი დაოჯახებული იყო უნგრელ ქალ ანდრეა მეზაროსიზე. მათი ქორწილი 2004 წლის 18 სექტემბერს შედგა. ჰყავთ 2 შვილი - ვიტორიო და ბეატრის ლარა. ჩვენი ინფორმაციით, დაოჯახებული იყო მარიამიც. ფოტოებზე, რომლებსაც წყვილი ავრცელებს, მარიამის ვაჟიც ჩანს.
პონტი ახლაც საქართველოშია და საყვარელ ქალთან ერთად ბათუმში ისვენებს.

წაიკითხეთ სრულად