Massimo Dutti-მ 2023 წლის ახალი კოლექცია, სახელწოდებით – Upside Down წარადგინა, რომლის მთავარი სახე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანია.
მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. სულ ცოტა ხნის წინ მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი
წამყვანი მოდის სახლების სამოსით ("დიორი", "შანელი", "კაროლინა ჰერერა") პირველად ვიხილეთ. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.