თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად გადაცემაში „კულინარიული დუელი“ ნიკოლოზ წულუკიძის შეკითხვაზე, როგორია, როგორც დედა და ცოლი, თიკამ შემდეგი პასუხი გასცა:
„ნახევარი საათი შენს შვილებთან ერთად, რომელსაც ხარისხიანად ატარებ, უდრის ორდღენახევარს სხვა შემთხვევაში. მიუხედავად დროის სიმცირისა, ეს მაინც მაქვს ჩემს შვილებთან.
რაც შეეხება ცოლს, დათო, ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა, რომ არ ვგრძნობ, რომ ცუდი ცოლი ვარ. თუმცა ვერ გამოვირჩევი დიდი განსაკუთრებული დახვედრებით, როცა ქმარი სახლში მოვა, რადგან იმ მომენტში შეიძლება, თავად არ ვიყო სახლში…“