მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. ის სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად თათა თავის "ინსტაგრამგვერდზე" დედას დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის.
„დღეს ძალიან ლამაზისა და უზომოდ განათლებულის, ჩემი საუკეთესო მეგობრის და უბრალოდ გასაოცრად კეთილი ადამიანის დაბადების დღეა!
ყველას გისურვებთ, დედიკოები გყავდეთ ჯანმრთელად და ბედნიერად დიდხანს!
დე, შენ ჩემი ეტალონი ხარ, ყველაფერში!
უზომოდ მიყვარხარ!“ - წერს თათა.
