ეს წყვილი 22 წელია, ერთადაა. მიუხედავად მსახიობის ღალატის შესახებ ჭორებისა, ასაკობრივი სხვაობისა და პერიოდული კონფლიქტებისა, ისინი მაინც ახერხებენ, რომ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნონ და მრავალი პრობლემა თავიდან აირიდონ.
კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ამბავი ბევრი ადამიანისათვის მისაბაძია. წყვილმა არაერთხელ აჩვენა, რომ სიყვარული არანაირ ბარიერს არ ცნობს და როცა გრძნობა ძლიერია, ყველა პრობლემა გვარდება. მათ არაერთი დაბრკოლება გაიარეს. პრესაში პერიოდულად ვრცელდებოდა ჭორები, რომ მაიკლ დუგლასი ცოლს ღალატობდა. ამას კი მედიის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა და გადაჭარბებული ყურადღება ემატებოდა. შემდეგ მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც კეტრინი ძალიან მძიმე დეპრესიაში ჩავარდა.

ცნობილია, რომ წყვილი განქორწინებაზე სერიოზულად მხოლოდ ერთხელ ფიქრობდა. მეუღლეთა უთანხმოების მიზეზი ზეტა-ჯონსის ფსიქიკური პრობლემები გახდა. 2011 წელს ქალს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც დეპრესიული შეტევები დაერთო თან. მაიკლს ცოლის ასეთ მდგომარეობაში დანახვა ძალიან უჭირდა, ამიტომ განქორწინებისთვის საბუთების მომზადება დაიწყო.
წაიკითხეთ სრულად