პრინცესა დიანას ოჯახის წევრებთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ურთიერთობა შეწყვიტა დედასთან და ყველა სხვა ნათესავთან, რადგან ისინი მის პრინც ჩარლზთან განქორწინებას მხარს არ უჭერდნენ. ერთადერთ ადამიანი, რომელმაც რთულ მომენტში დახმარების ხელი გამოუწოდა, დედინაცვალი იყო.
გრაფინია რეინ სპენსერი საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას არასდროს განიცდიდა. დედამ ის არისტოკრატიას პირველად 18 წლის ასაკში, მეჯლისზე გააცნო, სადაც რეინმა „წლის დებიუტანტის“ ტიტული მოიპოვა. რამდენიმე თვეში კი დარტმუთის მომავალ გრაფ ჯერალდს გაჰყვა ცოლად. წყვილს ქორწინებაში ოთხი შვილი შეეძინა.
ქმართან თანაცხოვრება კი მას შემდეგ დასრულდა, რაც რეინმა ალტორპის ვიკონტ ჯონ სპენსერთან გააბა რომანი. ისინი მალე დაქორწინდნენ და რეინი უელსის მომავალი პრინცესას დედინაცვალი გახდა.
მეორე მეუღლის შვილებთან ურთიერთობა ცუდად განვითარდა. ერლ სპენსერის მემკვიდრეები რეინს თავიანთ „ბოროტ დედინაცვლად“ თვლიდნენ და ადანაშაულებდნენ, რომ ჯონს ცოლად მხოლოდ ქონების გამო გაჰყვა.
ყველა საყვედურის მიუხედავად, რეინს თავისი ქმარი გულწრფელად უყვარდა. როდესაც ჯონ სპენსერი ცერებრალური სისხლდენით სიკვდილის პირას იყო, რეინი ქმარზე მთელი ძალისხმევით ზრუნავდა და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა. მაგრამ განაწყენებულ გერებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ესეც არ დაეხმარა.
1992 წელს, გრაფის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა საძულველი დედინაცვალი სახლიდან გააძევეს და პირადი ნივთების გარდა, არაფრის წაღების უფლება არ მისცეს. ტანსაცმელი ნაგვის ტომრებში ჩაუყარეს და ფანჯრიდან გადაუყარეს.
რაიანს სპენსერებზე გული მაინც არ აუცრუებია და პრინცესა დიანასთან მეგობრული ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ჩარლზთან განქორწინებისა და დედასთან კონფლიქტის შემდეგ დიანა რეინს უფრო დაუახლოვდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დიანას დედობას სწორედ მისი დედინაცვალი უწევდა.
თავად გრაფინიასთვისაც სამართლიანობამ გაიმარჯვა: ის მესამედ დაქორწინდა, შემდეგ კი ერთ-ერთი დიდი მაღაზიათა ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. წლების შემდეგ კი ინტერვიუში დიანას სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა.