მომღერალ ქეთა თოფურიას ვაჟს, ადამს 2 წელი შეუსრულდა. ქეთამ მეუღლისა და შვილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი სიყვარული საუკუნოა:
„მიყვარს... გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ბიჭო, ჩემი სიყვარული მარადიულია“, – წერს ქეთა თოფურია.
ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა რამდენიმე წლის წინ იქორწინეს. მათ ერთი საერთო შვილი, ადამი ჰყავთ. ქეთას ლევ გეიხმანთან ქორწინებიდან კი ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი ჰყავს.