ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.
მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.
ამჯერად ოთომ "ინსტაგრამზე" ჯულიანასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა: „უბრალოდ როგორ უხდებით? იაზრებთ?“ „საუკეთესო წყვილი,“ „ასე ძალიან როგორ უხდებით ერთმანეთს“ - წერენ კომენტარებში.