მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს.
ალბათ, გახსოვთ, რა მხიარული და თავისუფალი ქორწილი ჰქონდათ. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.

მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა, ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მომღერალი თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინტენსიურად არ გვთავაზობდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და მისი "ინსტაგრამი" მიხეილთან გადაღებულ არაერთ ფოტოს იტევს.


ფოტოები: ნათია სიჭინავა