როგორ გგონიათ, თავის მოვლისა და საკუთარ სხეულზე ზრუნვის განსაკუთრებული მოთხოვნილება ყველა ქალში თანდაყოლილი და ერთნაირია? ასტროლოგები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში სტილისტებთან და იმიჯმეიკერებთან ერთად უწევთ ამა თუ იმ ადამიანისთვის სპეციფიკური სამოსის შერჩევა, ირწმუნებიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც თანდაყოლილი და განსაკუთრებული მიდრეკილება გააჩნიათ, მოიხდინონ ყველაფერი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სამოსში გამოწყობილმა შეძლონ საპირისპირო სქესისთვის თავბრუს დახვევა.
მათ შორის სამი ნიშანი ლიდერობს:

ლომი - მარტო იმის აღნიშვნაც კი, რომ მოდის კანონმდებელი და საყოველთაო გურუ - კოკო შანელი დაიბადა ამ ნიშნით, უკვე თავისთავად ქმნის ლომ ქალსა და მის გემოვნებაზე წარმოდგენას. ქალი ლომები ეპატაჟის დედოფლები არიან. მათთვის იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ საზოგადოებაზე საკუთარი იმიჯით, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამ ქალებს უყვართ წვეულებები, დღესასწაულების ორგანიზება და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. ამასთან ერთად, რაც უნდა მოხდეს, მანერებით ვერასოდეს მიხვდებით ქალი ლომის წარმომავლობას - იგი თავს ისე იჭერს, როგორც ნამდვილი ცისფერსისხლიანი მონარქი. ჩაცმის სტილი ლომებს მდიდრული, ძვირფასი აქსესუარებით ხაზგასმული და ეპატაჟური ახასიათებთ. მათი საყვარელი ფერი ჩალისფერია, მეტალი კი - ოქრო.
წაიკითხეთ სრულად